პროექტის სახელწოდება: გარემოს გამწვანება.
პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2 წინადადებით:ტერიტორიის
ნარგავებით გამაგრება.
პროექტის აქტუალობა:ტერიტორია,სადაც აღნიშნული პროექტი
განხორციელდება,დგას ეროზიის საშიშროების წინაშე.
აქტუალურია იმდენად რამდენადაც მსგავსი პროექტები ხელს
შეუწყობს ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან აცილებას.
პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია ბავშვებს გამოუმუშავდეთ
ბუნების დაცვის, გაფრთხილებისა და მისადმი სწორი დამოკიდებულების უნარ-ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი:15-16წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:20აპრილიდან 30აპრილამდე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ტერიტორია
იქნება შედარებით უსაფრთხო,დაცული და გალამაზებული.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ძირითადი რესურსი
იქნება მოსწავლეები,სამუშაო იარაღები:ბარი,ნიჩაბი,ნერგები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა)საჭირო, რაოდენობის ფიჭვის ნარგავების მოძიება.
ა)საჭირო, რაოდენობის ფიჭვის ნარგავების მოძიება.
ბ)დათქმულ დღეს მოსწავლეები შეიკრიბებიან აღნიშნულ ტერიტორიაზე,ბიჭები
მწკრივზე 4-5 მეტრის დაშორებით ამოთხრიან პატარა ორმოებს,ჩარგავენ ნერგებს,გოგონები
კი წყალს დაუსხამენ.
გ)გააკეთებენ ნერგების მორწყვის განრიგს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:კავშირი აქვს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან,საგნებთან:ქართული ენა,გეოგრაფია,ბიოლოგია.
პროექტის ხელმძღვანელი:ზურაბ ჯაჭვლიანი.
No comments:
Post a Comment